|
2021-06-30 16:13:22, 1449 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ნადარეიშვილი: სასიხარულოა, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში იხსნება მაღალი კლასის, რეგიონული მნიშვნელობის საწარმოები და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები
„სასიხარულოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში, ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება კოვიდ-პანდემია, საქართველოში იხსნება მაღალი კლასის, რეგიონული მნიშვნელობის საწარმოები და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „მაკდონალდს საქართველოს" ინვესტიციით შექმნილი, საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდის" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, აქამდე, „მაკდონალდს საქართველო" აღნიშნული პროდუქციის იმპორტირებას ახდენდა ევროპიდან, ხოლო ამ საწარმოს ამოქმედებით მოხდება როგორც იმპორტის ჩანაცვლება, ასევე, მომდევნო ეტაპზე, საწარმო რეგიონულ მნიშვნელობას შეიძენს და მოამარაგებს სხვა ქვეყნებში არსებულ ფილიალებსაც. როგორც საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი" ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს და მასში დასაწყისისთვის -30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. „ბრედფილდი" საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, ხოლო 2022 წლიდან მისი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა. „საწარმოს ამოქმედებით დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც წარმატებული კომპანია აფართოებს თავის ოპერირებას საქართველოში და ახდენს მიწოდების ჯაჭვის შემდგომ ლოკალიზებას. სასიხარულოა, რომ ეს არ არის „მაკდონალდს საქართველოს" პირველი რეგიონული საინვესტიციო პროექტი და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამომავლოდ სხვა საინტერესო პროექტების მომსწრენიც გავხდებით" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. „ბრედფილდის" საწარმოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, სხვა ოფიციალური პირები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)