20:17 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 12:27:11, 955 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად წერია რაზეა საუბარი

„შარლ მიშელის დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად წერია რაზეა საუბარი, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების საკითხს  19 აპრილის შეთანხმებაში ორი საკითხი ეხება:

„ერთი ეს არის რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ერთწლიანი პროცესია და 2020 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს, მანამდე უნდა მოხდეს იმ შედეგების შესწავლა, რომელიც აქამდე სხვა რეფორმებმა მოიტანეს, ანუ ხანგრძლივი პროცესია. მეორე საკითხი ეხება   უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების  დანიშვნას, სადაც კონკრეტულადაა  მითითებული რა უნდა მოხდეს. კერძოდ წერია, რომ არსებულ სისტემას აქვს გარკვეული ხარვეზი და საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას ვენეციის კომისიის დასკვნებთან, ამიტომ დროებით უნდა შეჩერდეს  შერჩევა,  გამოსწორდეს ეს საკანონმდებლო ხარვეზი, დაუახლოვდეს ვენეციის კომისიის დასკვნას,  შემდეგ განახლდეს და დასრულდეს.  ეხლა  სად ვიმყოფებით, ეს პროცესი შეჩერდა მარტში, შეიცვალა კანონი აპრილში, განახლდა აპრილში და მიდის დასკვნები, ეს არის ზუსტად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics