|
2021-06-26 17:46:15, 715 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ვატო ყიფიანისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ვატო ყიფიანისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასვევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე ვ.წ. -ს (წარსულში ვ.ყ.) ბრალდება წარუდგინა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.წ. 2021 წლის 25 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა. უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვსი პირის მიმართ გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)