|
2021-06-25 23:14:25, 730 ნახვა
კომენტარი
ანდრია ბასილაია - 2018-2021 წლებში სწავლის დაფინანსება 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო
დედაქალაქის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, 2018-2021 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტმა განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელა. როგორც მან კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დაფინანსებისთვის ბიუჯეტი გაორმაგდა და დაფინანსება ჯამში, 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო. მათ შორის, 1 400 მაგისტრანტია. „გასულ წელს პანდემიამ დაგვანახა, რომ გაცილებით მეტი აღმოჩნდა ის სტუდენტი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ამიტომაც პროგრამა შევცვალეთ. სოციალური ქულები 70 000-დან 150 000-მდე ავწიეთ და ბიუჯეტი გავაორმაგეთ. ამჟამად, 5 000-მდე სტუდენტმა მიიღო დახმარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ წარმატებულ ახალგაზრდას, რომელიც სწავლას ამთავრებს და სამაგისტრო ეტაპზეა. მერიის სტიპენდია ასევე, 1 400-მდე წარმატებულმა მაგისტრანტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამაც - „ისწავლე და დასაქმდი“. ჩვენ მოვახდინეთ კვლევა, თუ რა პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი და სწორედ ამას მოვარგეთ სწავლის პროცესი. შედეგი ძალიან შთამბეჭდავია. პროგრამაში ჩართული მოქალაქეების 80% დასაქმებულია. ჯამში კი, 4 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს. დაფინანსება აქაც გავაორმაგეთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით კი, პროგრამით - „ისწავლე და დასაქმდი“ კმაყოფილია, როგორც კურსდამთავრებული, ასევე, დამსაქმებელიც. „ძალიან აქტუალური თემაა ის, რომ დამსაქმებელი ეძებს კადრს და ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს. ასევე, ბევრი ადამიანია, ვინც ვერ პოულობს შესაბამის სამსახურს და ძიებაშია. შესაბამისად, მინდა ვუთხრა მათ, ახლგაზრდებს, არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლება, არამედ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებაც. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით ზუსტად თუ რა მოთხოვნებია. ამ პროგრამის მეშვეობით ვამზადებთ მათ, რომ შეძლონ კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება გაუმარტივდეთ. ამით დამსაქმებელიც კმაყოფილია და ახალგაზრდებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, ანდრია ბასილაიას თქმით, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და ის, რომ შესაბამისი სერვისები დედაქალაქის სხვადასხვა უბანშია ხელმისაწვდომი. „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 5 000-მდე მოსწავლე/ახალგაზრდაა ჩართული. აქედან 1 200-მდე ახალგაზრდა უსასყიდლოდ იღებს სერვისს. გაუმჯობესდა სასწავლო და სამუშაო გარემო, დაინერგა ახალი სერვისები, დაიწყო სასახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია, რომ სერვისების მიწოდება ყველა უბანში თანაბრად გვქონდეს. ამისთვის გვაქვს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალი. ეს ცენტრები სავალალო მდგომარეობაში იყო. უკვე მოვახდინეთ ორი ფილიალის რეაბილიტაცია. მომავალში ყველა ცენტრის რეაბილიტაციაა დაგეგმილი“, - განაცხადა მერის მოადგილემ. ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს სახელოვნებო სკოლების მიმართულებითაც და მსგავს სკოლებში 2 630 სოციალურად დაუცველი მოსწავლე უფასოდ სწავლობს. „დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ფუნქციონირებს 34 სახელოვნებო სკოლა. 2 630 სოციალურად დაუცველი მოსწავლე სრულიად უფასოდ სწავლობს. გარდა ამისა, ფინანსდება 600-ზე მეტი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე. ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობების შენარჩუნების მიზნით, ფინანსდება 700-ზე მეტი მოსწავლე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)