21:06 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 12:28:09, 690 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი

„უკვე ჩანს, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი არჩევნებია და არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს.

„რაც შეეხება „იფსოსის“ და „ედისონ რისერჩის“ კვლევებს, უკვე ჩანს, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ასე რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ამას ვხედავდით წინა არჩევნების დროსაც, მე მგონი ამაზე უარეს შედეგებს წინასწარმეტყველებდა მაშინ „მთავარი არხიც“ და „ფორმულაც“ . ეს არის ამ ორი ტელეკომპანიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ერთერთი ინსტრუმენტი. მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics