02:42 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 19:51:13, 1214 ნახვა

ეკონომიკა
აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად

ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ მკითხველს კითხვის ახალ, უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, რითაც წიგნის კითხვის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება,  განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც პირველად კითხულობს.

ნებისმიერ მკითხველს, ვინც გადმოწერს „საბას“ აპლიკაციას, პირველი ორი კვირის განმავლობაში უფასოდ შეეძლება 6500-ზე მეტი ელექტრონული წიგნის წაკითხვა.

გარდა ამისა, „საბას“ აპლიკაცია მკითხველს ორ ახალ ფუნქციონალს სთავაზობს, რომელიც კითხვის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის. დღის განმავლობაში წინასწარ მითითებულ დროს „საბა“ შეგახსენებთ, რომ კითხვის დროა, ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით უწყობს ხელს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას და მკითხველს ეხმარება დღის წესრიგის უკეთ მართვაში.

SABA Reader-ი ითვლის იმ დროსაც, რაც თქვენ წიგნის კითხვაში გაატარეთ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბებ, აპლიკაცია აქტიური მკითხველის სტატუსს განიჭებს, რაც კიდევ ერთი დამატებითი მოტივაციაა კითხვისთვის. 

„საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია  „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია SABA Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 6500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

https://www.facebook.com/saba.com.ge/videos/536099710722005





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics