|
2021-06-22 13:25:40, 995 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას მისიაა „ქართული ოცნება“ 43%-ს მიუახლოვოს
გიორგი გახარია დღეს პირდაპირ გვებრძვის, ზუსტად ვიცით, რომ ამ ადამიანის მისიაა, „ქართული ოცნება“ რამენაირად მიუახლოვოს 43%-ს, დარტყმების აღებას ნამდვილად არ ვაპირებთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიამ თავის გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა. „გიორგი გახარია სადაც დასაცავია დღესაც ვიცავთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად მოექცა „ქართულ ოცნებას“, უღალატა თავის გუნდს, ზურგში დანა ჩაარტყა ყველაზე კრიტიკულ მომენტში. მაშინ ვიცავდით გახარიას, სადაც ვფიქრობდით და გვჯეროდა, რომ უნდა გაგვეტანა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ დღეს რაც გააკეთა იმის ფონზე თუ რამე ეჭვია იმაზეც ვსაუბრობთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ეს არის ობიექტურობა და იგივე გააკეთა ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის და სხვა ტელევიზიის ეთერშიც. „რაც იყო შეცდომა იმ შეცდომაზეც ვსაუბრობთ, რაც არ იყო შეცდომა იმაზეც. 20 ივნისზე რომ ვსაუბრობთ, უნდა მოეგერიებინა თუ არა, უნდა მოეგერიებინა. დღეს პირდაპირ გვებრძვის და ზუსტად ვიცით ამ ადამიანის მისია არის ის, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად მიუახლოვოს 43%-ს, ამ შემთხვევაში ცალ კარში თამაშს და დარტყმების აღებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ვამბობთ სიმართლეს. ამ სიმართლის თქმას ვერავინ დაგვიშლის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)