21:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 13:16:44, 375 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ქვეყანას სჭირდება სოციალური კოდექსი

ქვეყანას სჭირდება სოციალური კოდექსი, გერმანია არის კლასიკა ამ სფეროში და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუცია აქვს პრაქტიკულად სოციალური პოლიტიკის, სოციალური კოდექსის სახით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გაბუნიას თოქშოუში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერ მინისტრის და მისი იდეა გაახმოვანა, რასაც პარლამენტი უაპელაციოდ დაეთანხმა იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი განვითარების პროექტი სოციალური მიმართულებით.

„სოციალური კოდექსის შემმუშავებელი ჯგუფი პრაქტიკულად უკვე არსებობს, ჩვენი პარტნიორები, დღეს იყვნენ იქ ამ წარმატებული ქვეყნების წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი შესაბამისი ფონდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები და ის ექსპერტები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით.  როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაში მთავარ გამოწვევებზე ოკუპაციის გარდა, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა და კოვიდი.  მთავარი ოთხიდან სამი ძირითადი პრობლემა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწილ მიდგომას. ჩვენ აქამდე ფრაგმენტულად გვქონდა 200 ლარიანი დახმარებები, ახლა პრემიერის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გახმოვანდა, რომ  სოციალურად დაუცველ ბავშვებს და ეს წრეც გაფართოვდა, 200 000-ზე მეტ ბავშვს ეხება, ნაცვლად 50 ლარისა ელემენტარული კვების ფული, რომ ქონდეთ  ყველაზე გაჭირვებულ ბავშვებს 100 ლარი მიეცემათ. სოციალური კოდექსია ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს.  ამ იდეის გახმოვანება დღეს იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ წარმატებული პროექტი გვაქვს - საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ ეს საკმარისი რომ არ არის და მეტი დინამიკა გვჭირდება,  ამისათვისაა სისტემური მიდგომა, კონსტიტუცია, სწორი სოციალური პოლიტიკა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics