|
2021-06-19 14:06:15, 1251 ნახვა
რეგიონი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სოფელ კუმურდოში ჩატარდა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ კუმურდოში ჩატარდა. სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატები, ოპოზიციის წარმომადგენლები ლევან იოსელიანი და გიორგი ხოჯევანიშვილი, მხარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავჯდომარეები, ეკონომიკის სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები. სხდომაზე მოისმინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია:,"რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის" დაფინანსებით, 2019-2020 წლებში სამცხე-ჯავახეთში გაწეული სამუშაოების, ასევე მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დეტალურად განიხილეს რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ ბოლო 8 წელის განმავლობაში რეგიონში 630 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი გზების, წყალგაყვანილობისა და წყალანირების სისტემების მოწყობას მოხმარდა. გარდა ამისა დიდი ფინანსური რესურსია დახარჯული გაზიფიცირებაზე, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობაზე და ადგილობრივ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროეტქებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ყველა დასახლება უზრუნველყოფილია საბავშვო ბაღებით. დადებითად შეფასდა სოფელ კუმურსდოში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. გასვლით სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად განიხილეს რეგიონში არსებული პრობლემები და გამოწვევები. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა რეგიონის გაზიფიცირება. სხვა რეგიონებთან შედარებით ხანგრძლივი ზამთრისა და ცივი კლიმატური პირობების გამო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისათვის მტკივნეულია აღნიშნული საკითხი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში მოსახლეობის დასაქმების დიდი შესაძლებლობებია, რისთვისაც საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)