21:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 16:40:37, 780 ნახვა

რეგიონი
ზიპლაინი, ჯომარდობა, პარაპლანი - მედიატურის მონაწილეებმა აჭარის ტურისტული სერვისები თავად გამოსცადეს

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მედიატურს უმასპინძლა. ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა რეგიონში იმოგზაურეს და ახალი ტურისტული პროდუქტები დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა თავად გამოსცადეს ყველა ის ტურისტული სერვისი, რაც აჭარაში აქტიური დასვენებისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებზეა გათვლილი. ზიპლაინი მახუნცეთის ჩანჩქერზე, ჯომარდობა აჭარის წყალზე, პარაპლანი გონიოში, იახტით გასეირნება შავ ზღვაზე -  იმ ტურისტულ სერვისებს შორისაა, რასაც აჭარა ტურისტებს სთავაზობს. მედიატურის მონაწილეები  პეტრას ციხესაც სტუმრობდნენ, სადაც განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურა მოინახულეს. ტურის განმავლობაში  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივ სამზარეულოსაც გაცნობოდნენ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებსა და რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები დაეგემოვნებინათ.

„წლის განმავლობაში ჩვენ ეტაპოპრივად ვუმასპინძლებთ როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებს, რათა სრულად წარმოვაჩინოთ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, როგორც ზღვაზე დასვენების, ისე ეკოტურიზმის, სამთო და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის. მედია-ინფოტურებისას კი აჭარის ტურისტულ მიმართულებებსა და სერვისებს ვაცნობთ  ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ინფლუენსერებს, ტურსააგენტოებსა და გიდებს, რათა მაქსიმალურად შევძლოთ რეგიონის პოპულარაზაცია, შედეგად კი პოტენციური ტურისტების დაინტერესება აჭარით“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics