|
2021-06-16 23:04:07, 955 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
თიბისიმ მედიას და დაინტერესებულ მხარეებს 2020 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის სივრცეში რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში კომპანიის წვლილს და გავლენას ასახავს ეკომონიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. დოკუმენტი ისეთ თემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც თიბისის 2020 წელს პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ჰქონდა, მათ შორისაა: ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა გაძლიერების საკითხები, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, გარემოსდაცვითი საკითხები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ფინანსური განათლება და სხვა. დოკუმენტში წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ 2020 წელს, არსებული გამოწვევის ფონზე მიაღწია, ასევე ამ მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმები. „2020 გამოწვევით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. მეამაყება, რომ დღეს მდგრადი განვითარების რეპორტს წარვადგენთ. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ, არამედ მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. გარემოზე პოზიტიური გავლენა და დაბალი ემისიის ეკომონიკის განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. ღონისძიებას მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ასევე პარტნიორი კომპანიებს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია თიბისის ვებ-გვერდზე - www.tbcbankgroup.com
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)