01:25 - 21 Jun, 2021
2021-06-11 19:44:12, 277 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრი: STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა ბავშვებისთვის 200 ლარიან დახმარებებზე მიიმართა

„STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა ბავშვებისთვის 200 ლარიან დახმარებებზე მიიმართა“ -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის ხარჯები ძირითადად, დაკავშირებულია კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობასთან, კარანტინის ორგანიზებასთან და ვაქცინის შესყიდვის ხარჯებთან. 

ლაშა ხუციშვილის თქმით, ჯამში ამ მიმართულებით ხარჯი 2020-2021 წლებში, შეადგენს 870 მილიონ ლარს.

ფინანსთა მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ  თანხებზე, რომელიც ბიზნესისა და მოსახლეობის მხარდამჭერ  პროგრამებზე მიიმართა. 

„მოსახლეობის სოციალური დაცვის ნაწილში ხარჯმა შეადგინა მილიარდ 338 მილიონ 400 ათასი ლარი. დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციაზე სულ დაიხარჯა 280 მილიონი ლარი და შეეხო 162 300 პირს. კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე  დაიხარჯა 550 მილიონი ლარი და შეეხო მილიონ 100 ათას აბონენტს. 65 000-100 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების დახმარება - შეეხო 80 000 ოჯახს და დაიხარჯა 110 მილიონი ლარი. 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - სულ შეეხო 26 000 ოჯახს და დაიხარჯა 30 მილიონი ლარი. შშმ პირთა დახმარება - სულ შეეხო 45 000 ოჯახს და დაიხარჯა 55 მილიონი ლარი. თვითდასაქმებულთა და 2020 წლის ბოლოს გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გაჩერებული ობიექტების ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება - სულ დაიხარჯა 110 მილიონ 800 ათასი ლარი, პირველ ეტაპზე ეს იყო 248 334 პირი, ხოლო მეორე ეტაპზე 120 400 პირი. 18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება - სულ გაიცა 930 000 პირზე და დაიხარჯა 187 მილიონ 800 ათასი ლარი. ეს თანხა მოიცავს, ასევე, სრულად იმ თანხას, რომელიც მობილიზებული იყო STOP-CoV ფონდში, რომელზეც არაერთხელ დაისვა შეკითხვა, ანუ ამ ფონდში მობილიზებული თანხა 123 მილიონი ლარი განიკარგა სწორედ ბავშვების დახმარებისთვის, რომლებზეც ერთჯერადად გაიცა 200 ლარი. შეგახსენებთ, სულ გაიცა 930 000 ბავშვზე, ჯამურად 187 მილიონ 800 ათასი ლარი. 160 000 სარეიტინგო ქულის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსდათ - სულ 16 600 სტუდენტს, ჯამში დაიხარჯა 14 მილიონ 800 ათასი ლარი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი განცხადებით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე ჯამში დაიხარჯა მილიარდ 57 მილიონ 700 ათასი ლარი.

„საშემოსავლო გადასახადის შეღავათის ნაწილში - ეს არის 440 000 პირზე 540 მილიონი ლარი, ტურიზმის სექტორში საგადასახადო შეღავათები დაჯდა 95 მილიონი ლარი. საკრედიტო საგარანტიო სქემაზე მიიმართა 97 მილიონი ლარი. სასტუმროებისა და რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში დაიხარჯა 51 მილიონ 200 ათასი ლარი. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა იყო 44 მილიონი ლარი, სადაც გარანტირებულად მოხდა გარანტიების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახდენდნენ რეალიზაციას, შემდგომ სახელმწიფო შეისყიდდა ამ ფართებს. მცირე გრანტების პროგრამაში დაიხარჯა 17 მილიონ 500 ათასი ლარი. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამაში დაიხარჯა 213 მილიონი ლარი, მათ შორის, ეს მოიცავდა რთველის პროგრამასაც. სულ საბიუჯეტო ეფექტი ამ ნაწილში იყო 3 მილიარდ 266 მილიონ 100 ათასი ლარი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics