01:03 - 21 Jun, 2021
2021-06-11 11:51:13, 347 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში აპრილ-მაისში საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა 172 333 შეადგინა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში აპრილ-მაისში საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია.

„1 ივნისიდან უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა,  როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე    PCR ტესტის უარყოფითი პასუხით“, - აცხადებს მედეა მედეა ჯანიაშვილი.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics