20:03 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 11:07:52, 1921 ნახვა

სამხედრო
44-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა

მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა.

ბატარეის (ასეულის) დონის გეგმიურ საველე სწავლებაში 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამი ბატარეა და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა.

ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური და სპეციალისტების შეფასება განხორციელდა, მეორე ფაზა კი, დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მესამე, დასკვნითი ფაზა სიტუაციური წვრთნით დასრულდა.

ბატალიონმა სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, ტაქტიკური გადაადგილება, საცეცხლე პოზიციის რაიონების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

წვრთნებს მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.

წვრთნების მიზანს ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, საცეცხლე გათვლების, ცეცხლის მართვის ცენტრისა და სადაზვერვო ჯგუფების კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება და შერწყმა წარმოადგენდა. სწავლების პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა მართვისა და კონტროლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

დასკვნით ფაზას აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics