|
2021-06-09 11:24:20, 470 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაცულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტულ ბილიკებს ჩაუტარდა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა. ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოეწყო 13 კმ სიგრძის ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 კმ სიგრძის ბილიკს. ,,ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ნეძვის აღკვეთილში ახალი საინტერესო საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, რომელიც ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზეა და დააინტერესებს ბევრ ვიზიტორს, ვისაც ეკოტურიზმი და ჩვენი ქვეყნის სილამაზის ხილვა სურს. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაცულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტულ ბილიკებს ჩაუტარდა. სამინისტრო მიმდინარე წელსაც მუშაობს ბილიკების რეაბილიტაციასა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი სამი წლის განმავლობაში კი, დაცულ ტერიტორიებზე, 1200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად მარკირებული, წრიული, პანორამული ბილიკი ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს. ბილიკი საშუალო სირთულისაა და მისი დალაშქვრა როგორც ფეხით, ისე ცხენითაა შესაძლებელი. ბილიკის გასწვრივ განთავსდა მანიშნებლები, მოეწყო ფანჩატური, საკემპინგე თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით (სველი წერტილები, საცეცხლური), მთა შუანოსთან კი, 12 ვიზიტორზე გათვლილი ტურისტული კოტეჯი. ,,ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოახერხებს, ამ ულამაზეს ბუნებაში აღმოჩნდეს, აღტაცებაში მოიყვანს ეს საოცარი, ხელშეუხებელი ბუნება და სუფთა ჰაერი. ვფიქრობ, ნეძვის ბილიკს, რომელიც გავხსენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ძალიან კარგი პოტენციალი აქვს როგორც ეკოტურიზმის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით", - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ. კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელი დირექტორის, თობიას მიუნხმაიერის განცხადებით, პროექტის, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, მიზანი ტურისტების მოზიდვა და სამუშაო პერსპექტივების შექმნაა; ის, ერთდროულად, ეკოტურისტული და სოციალური განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ნეძვის ბილიკის მოწყობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ჯამური ინვესტიციის ოდენობამ 230 000 ლარი შეადგინა. ახალი ეკოტურისტული ბილიკი, თანმდევი ინფრასტრუქტურით, კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და მეტ ვიზიტორს მოიზიდავს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის 18 ეკოტურისტული ბილიკია, საიდანაც 12 საერთაშორისო სტანდარტით მოწყობილი და მარკირებულია, 6 ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები კი, დასრულების ეტაპზეა.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)