02:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-06 13:17:55, 767 ნახვა

კომენტარი
მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის პანსიონზე - კარები, რომ იყო დახშული ეს ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს

„კარები, რომ იყო დახშული ეს ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საქმეში ჩართულია და კონკრეტული ნაბიჯები მათ უნდა გადადგან.

„დღეს უკვე მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენადაც ვიცი შემოწმება ტარდება.

ახლა ერთი წუთით იქ რომ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ გაიგებ - იქ გარკვეული პერიოდი ყოფნაა საჭირო.

მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარისა, რადგან ქართული გამოთქმა არის : ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო, შესაბამისად ის, რომ ეს კარები იყო დახშული საფუძვლიანად, თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ფაქტობრივად ეს ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება, ამან უფრო გაართულა და დაძაბა საერთოდ მთელი საზოგადოება.

ალბათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე, ბევრად უფრო ყოველგვარი ემოციური ფონის გარეშე, თუ რამე გამოსასწორებელი იყო, ალბათ უნდა გამოსწორებულიყო“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics