|
2021-06-05 21:20:11, 1379 ნახვა
ეკონომიკა
ვალერი ჩეხერია - UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობით შევძლებთ მსოფლიოს კიდევ უფრო ბევრ ქვეყანას ვუთხრათ, რომ საქართველო მზად არის ახალი ტურისტების მისაღებად
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო ბევრ ქვეყანას გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და გაგვიჩნდეს კიდევ უფრო ბევრი ახალი მიმართულება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კონსულტანტმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი თანამემამულე ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციაა და განიხილავს იმ პრობლემებს, გამოწვევებს, რომელიც მსოფლიო ტურიზმს ახლავს და ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს. „ის, რომ საქართველო იქნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრი, ყველაზე დიდი პრესტიჟი და წარმატებაა ჩვენთვის. გაგვიჩნდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ გავაცნოთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას საქართველო და ვუთხრათ, რომ საქართველო მზად არის ახალი ტურისტების მისაღებად. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთვება იმ დღის წესრიგის განსაზღვრაში, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აწესებს და მოგვეცემა შესაძლებლობა, ერთ-ერთმა პირველებმა ვიცოდეთ ის გეგმები, ის სტანდარტები, ის ახალი გამოწვევები, რომელზეც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყოველდღიურად მუშაობს. ამასთან კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს საქართველოს შესახებ", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ. საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქალაქ ათენში ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)