|
2021-06-05 20:39:57, 1267 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ კახეთის გასტროტურში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კახეთის გასტრონომიულ ტურში მიიღო მონაწილეობა. ტურის მიზანია ხელი შეუწყოს გასტროტურიზმის განვითარებასა და კახეთის რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. გასტროტურში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია და ქართული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტურის ფარგლებში ცნობილი შეფმზარეულების მონაწილეობით კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. ნათია თურნავას თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტურიზმის აღდგენა. „პანდემია არამხოლოდ პრობლემა და გამოწვევა იყო, არამედ მან ახალი შესაძლებლობების გაჩენის ბიძგიც მოგვცა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტები მონატრებული არიან უნიკალურ ტურისტულ ბაზრებს და ეძებენ რაღაც სიახლეს. ჩვენ, საქართველო კი ვართ ძალიან მდიდარი - სხვადასხვა კუთხით, სადაც არის თავისი უნიკალური წეს-ჩვეულებები, უნიკალური გასტრონომია, კერძები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ რეგიონში შეიძლება დააგემოვნო. ამიტომ ასეთი გასტრო-ტურების მეშვეობით ვცდილობთ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას და გვინდა, რომ წარმოჩინდეს არამხოლოდ უკვე ცნობილი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები და ადგილები, მსხვილი ქალაქები, არამედ მცირე რეგიონული სასტუმროები, მცირე აგროტურისტული ობიექტები" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, აგროტურიზმი ჩვენი შემდგომი განვითარების, ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ამაზე მიბმული ტურისტული შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი ღონისძიება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)