|
2021-06-02 10:30:45, 861 ნახვა
სამართალი
შსს-მ საერთაშორისო ნარკოდანაშაულის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თბილისის ოფისის და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „ მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“-ის მულიაჟი ნივთმტკიცებად ამოიღო. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)