03:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 12:08:40, 1143 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება

თბილისში ახალი სატრანსპორტო ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო, საშუალოდ, 4 წუთამდე შემცირდება.

ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიმუშავეთ და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამდონიანია. ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი - საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში იმოძრავებს უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე - 6, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ, მოცდის დრო მცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ 4 წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა იზრდება 2.5-ჯერ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

პრეზენტაციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საავტობუსე ზოლები არ მოეწყობა, ტრანსპორტის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს აზრი ეკარგება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ჩვენ საავტობუსე ზოლები არ განვახორციელეთ  პროექტის სახით, მაშინ ამ რეფორმების განხორციელებას მთლიანად აზრი ეკარგება. პრობლემა მხოლოდ იმით არ მოგვარდება, რომ შევიძინოთ ახალი ავტობუსები და ძველი ჩავანაცვლოთ ახლით. ქალაქში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემა მოცდის დროსთან დაკავშირებით. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქალაქში ჯერ კიდევ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ქუჩებზე დაიხაზა საავტობუსე ზოლები, მაგრამ ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ვიცე-მერი საუბრობდა, მთლიანად მოწესრიგებული არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უწევთ ნახევარი საათი, 40 წუთი ლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ და ვზრდით ავტობუსების რაოდენობას და გვყავს განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა. ამას ჭირდება შესაბამისი, თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics