08:08 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 10:34:33, 523 ნახვა

საზოგადოება
დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს  დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, 120 ბინა ნაწილდება.

„დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ.  ამ ეტაპზე, კომისია 120 ბინის განაწილების საკითხს განიხილავს, საიდანაც 60 ზუგდიდში, 60 კი ქუთაისში მდებარეობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

კომისიის პირველ სხდომას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ესწრებოდა. კომისია მუშაობას 2 კვირის ვადაში დაასრულებს, რის შემდგომაც  იმ ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics