|
2021-05-20 18:17:28, 649 ნახვა
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. თბილისის მერმა მუზეუმის რეაბილიტაციაში მონაწილე საერთაშორისო ასოციაციას აქტიური მხარდაჭერისა და ფინანსური თანამონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება. „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რეაბილიტაციაც ჩვენ დღეს დავიწყეთ. მინდა მადლობა გადავუხადო „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა ასოციაციას“, რომლის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება აღნიშნული პროექტი. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების, სადრენაჟე სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია და უკვე გადავდივართ უშუალოდ ძეგლის განახლებაზე. ეს მუზეუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი, როგორც ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ მასში განთავსებული ექსპონატების გამოც. ის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ ყველაფერს კი სჭირდება მოვლა-პატრონობა, გალამაზება. ბევრმა არც კი იცის, რა ხდება აქ. ვფიქრობ, განახლებული მუზეუმი საინტერესო იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისა და ტურისტებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. პროექტის ფარგლებში იგეგმება: შენობის კონსტრუქციული გამაგრება, დაზიანებული სახურავის შეცვლა, ექსტერიერის და ინტერიერის დეკორის რესტავრაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა და რესტავრაცია, ძველი ავეჯის რესტავრაცია, გათბობის სისტემის მოწყობა, შშმ პირებისთვის ადაპტირება, ეზოს კეთილმოწყობა, ასევე ღობის და შადრევნის რესტავრაცია. პროექტის ბიუჯეტი 3 მლნ 300 ათასი ლარია და ის „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ (AIMF) თანადაფინანსებით ხორციელდება. მე-19 საუკუნეში აგებული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ტიპის უნიკალური კოლექციები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებასა და გამოყენებაზე ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური კუთხით. ბიოლოგიური და იზოტოპიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური აბრეშუმის პარკებისა და ძაფების ნიმუშები. პარკების უმრავლესობა მუზეუმში მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ეს კოლექცია ინახავს დათარიღებულ, დაუმუშავებელ აბრეშუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეორე მხრივ მასში დაცულია ინდუსტრიალიზაციამდელი ჩინეთის, იაპონიის, ცენტრალური აზიის, ოსმალეთის (სირია, თურქეთი, საბერძნეთი) და დასავლეთ ევროპის მეაბრეშუმეობის ფერმებიდან წამოღებული ადგილობრივი გენეტიკური კოდი. ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)