|
2021-05-19 14:41:23, 984 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის ძალების მეთაური სიტყვით გამოვიდა და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო და არსებული გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სამხედრო კომიტეტს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან, 10-წლიან ხედვაზე. ასევე, აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) როლსა და შესაძლებლობებზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზე. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობაზე ნატო-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, რაზეც ხაზგასმით აღინიშნა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება უსაფრთხოების საერთო მიზნებისთვის. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შეხვედრები გამართა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან (SACEUR)/აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან (EUCOM) გენერალ ტოდ ვოლტერსთან და უცხოელ კოლეგებთან.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)