08:31 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 22:24:12, 828 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლა არ დაწყებულა, სამწუხაროდ, შეთანხმების იმ დოკუმენტმა ჩვენ ეს ბიძგი არ მოგვცა

„კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლა არ დაწყებულა, სამწუხაროდ, შეთანხმების იმ დოკუმენტმა ჩვენ ეს ბიძგი არ მოგვცა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება ხაზგასმაა მძევლებით ვაჭრობის.

„რეალურად კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლა არ დაწყებულა. სამწუხაროდ, შეთანხმების იმ დოკუმენტმა ჩვენ ეს ბიძგი არ მოგვცა.

ვინც იტყვის, რომ ამ შეთანხმების დამაკმაყოფილებელი შედეგია, რომ თავისუფალია მელია და რურუა, ჩემი აზრით, ღრმად ცდება, იმიტომ, რომ ეს სწორედ ხაზგასმაა მძევლებით ვაჭრობის, რაც სახიფათო პრეცედენტია.

პირიქით შეიძლება ითქვას, ბოიკოტის და მელიას გადაწყვეტილების, რომელთა შედეგადაც ის ციხეში აღმოჩნდა, შედეგია მიღებული დოკუმენტი, ოღონდ არასაკმარისი შედეგი და არა პირიქით.

თუკი რამეზე იყო კონსენსუსი და თუკი ვინმესთვის იყო უზარმაზარი პრობლემა, ლეგიტიმურად აუტანელი, მელიას პატიმრობა, ეს იყო ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამ თვალსაზრისით, პატარა ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, მაგრამ სულ პატარა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics