23:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 17:14:48, 1056 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელია საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

როგორც მან აღნიშნა, ახლა პროცედურა ხელისუფლების ხელშია.

„დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მიერ იქნა გადმორიცხული თანხა, თუმცაღა, არც ნიკა მელია, არც ჩვენ, მისი ადვოკატები აღნიშნულ პროცედურაში, ანუ ხელისუფლებას, ევროკავშირსa და პროკურატურას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ ვყოფილვართ ჩართული. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია დეტალები.

რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურა არის ხელისუფლების ხელში. პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა, ნიკა მელია ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ეს არის სამართლებრივი პროცედურა, თუმცაღა როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics