|
2021-05-06 15:30:09, 778 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი ივერი მელაშვილზე: უვარგისი ადამიანია - შეუძლია ოპოზიციაში იაროს, ქართველ ერთან გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვს
უვარგისი ადამიანია, შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ივერი მელაშვილსა და ჟურნალისტებს სასულიერო პირები თავს დაესხნენ. მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილი კორიდას შეადარა და აღნიშნა, რომ ის მატადორია. „ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, არ ვიცი. გაქვთ საბუთი, რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი ამოდიოდათ? გუშინ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი. რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან ეს შეგნებული პროვოკაცია არ იყო, ხო? მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას ბოდიში მოიხადეო. არ ვიტყვი ისეთ რამეს, რაზეც პასუხისმგებელი ღმერთთანაც არ ვიქნებოდი. ივერის რომ დაინახავ შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან. ივერი არის მატადორი. ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, რომ ესვრიან ხოლმე, ლახვარს რომ არჭობენ ხოლმე, კლავთ ხარს, ხო? ის ხარი გირქენს მერე, წაგაქცევს. მერე მიაქვთ და აჭმევენ ადამიანებს, ხო? როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო, თან 6000 ბერის ხსენების დღეა?! უბრალოდ, ცუდი რა არის იცით? ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკოდ გაუხდა ხალხს. მოეკიდათ ხელი მანამდე, ვის გაახსენდებოდა? უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)