22:47 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-03 10:50:22, 1807 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 200 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 111 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  312 954-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.6%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 200  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 294 252 მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 163 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 15, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 4, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 38, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 298, აჭარაში - 483, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 10, იმერეთში - 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 - თბილისში, 305 - აჭარაში. 9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14.

სულ  6 ოქტომბრიდან - 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 593 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 750 პირი, აჭარაში - 2 503, იმერეთში - 1 212.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics