|
2021-04-26 22:30:39, 769 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება, სხდომაზე სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ დეპუტატებს 2020 წელს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სხდომას კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანი, კომიტეტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრნენ. გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა სოფელ დისველში ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დისველის“ ყველის საწარმო, ქალაქ ბოლნისში ბერდია ბერიშვილის მარნი და ელიას მთაზე ტერასულად გაშენებულ ვენახი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტარები ქართულ-გერმანული ღვინის სახლის კონცეფციასაც გაეცნენ. ღვინის სახლი ძველ გერმანულ შენობაში მოეწყობა, რომლის რესტავრაციას კომპანია „არემჯი“ საკუთარი სახსრებით ახორციელებს. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვა მოხდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტს სააგენტოსთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტში მეღვინეობის გაძლიერებაზე და ვფიქრობ მომავალში, სააგანტოსა და საკანონმდებლო ორგანოს დახმარებით, ბოლნისში, სოფლის მეურნეობის სექტორის, კონკრეტულად კი მეღვინეობის კულტურის განვითარებისთვის კვლავ არაერთ პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)