|
2021-04-26 17:09:42, 758 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ახალი საწარმოს პროექტში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავამტკიცეთ
2 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელდება მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტში, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში, ქ. ზესტაფონში შეიქმნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დამტკიცებული კიდევ ერთი საწარმოს პროექტი, რომლის მშენებლობაზეც 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. მინაბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტს შპს „აჯამურა" განახორციელებს, რისთვისაც კომპანიას პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა ქალაქ ზესტაფონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. კომპანიის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს. ქარხანა ყოველწლიურად სხვადასხვა დიამეტრის 5 000 000 გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის გაყიდვა როგორც ადგილობრივ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება. მათივე ინფორმაციით, მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურა შედარებით ახალი პროდუქტია, რომელსაც გავრცელების ფართო პერსპექტივა გააჩნია - მინაპლასტიკური არმატურა უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები. კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისთვის, მინაპლასტიკური არმატურა წარმატებით გამოიყენება მშენებლობაში და საგზაო სამუშაოებში, მათ შორის სარემონტო სარეკონსტრუქციო ღონისძიებებში, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებში, ხიდებში, დამბებში და ა.შ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)