|
2021-04-23 11:00:36, 648 ნახვა
სამართალი
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ 58 პირის კუთვნილი თანხის დაუფლების საქმეზე ბრალდებულებს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევების და ქურდობის ფაქტებზე ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ქურდობის, რამაც მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ბრალდებულები ა.ს და ნ.ს. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აპრილიდან 21 ივნისის ჩათვლით ა.ს და ნ.ს. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 58 დაზარალებულის 73 628 ლარს. უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით კი, აღნიშნული თანხა შპს ,,იმანი ჯორჯიას“ ელექტრონულ საფულეებზე გადარიცხეს და ეტაპობრივად შეიძინეს სულ 41 601 ლარის ოდენობის კრიპტოვალუტა ,,ბიტკოინი“, რითაც შენიღბეს თანხის უკანონო წარმოშობა, დანაშაულებრივად დაუფლებულ თანხას მისცეს კანონიერი სახე და დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს. სამართალდამცავებმა ა.ს. და ნ.ს. 2020 წლის 16 ივლისს დააკავეს, და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების პროცესში, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ჯგუფურად), 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ს და ნ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ორივე ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ასევე მათ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)