10:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 00:29:20, 487 ნახვა

რუსეთის 43 ქალაქში ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 1300-ზე მეტი ადამიანი დაკავეს - ვიდეო

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციებზე 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „ოვდ-ინფოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებადამცველების შეფასებით, რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აქცია ქალაქ უფაში გაიმართა, სადაც პოლიციელმა ქალს თავში ჩაარტყა. სანქტ-პეტერბურგში გამართულ აქციაზე კი სამართალდამცველებმა ელექტროშოკერი გამოიყენეს. ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა მოსკოვშიც. 

პორტალი meduza, რომელიც აქციებს აქტიურად აშუქებს, წერს, რომ ნავალნის მხარდასაჭერ მიტინგებზე დაკავებულები არიან ხაბაროვსკში, კემეროვოში, ნოვოკუზნეცკში, ტომსკში, ბარნოულში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში. სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ პოლიციამ ქალაქ მაგადანში 8 ადამიანი დააკავა. ხელისუფლების პოზიციით აქციები უკანონოა. აქციების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქში მობილიზებული იყო პოლიცია. პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics