00:35 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 15:42:56, 1888 ნახვა

ომი უკრაინაში
30 აპრილს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 000 დოზას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 30 აპრილს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 ათასი დოზა შემოვა.

როგორც მან აღნიშნა, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან გაიხსნება.

„მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია „იუნისეფიდან“, 30 აპრილს 46 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებში და ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი.

ასევე, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან, როდესაც დასრულდება სააღდგომო არდადეგები აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაცია „სინოფარმით“ და „ასტრაზენეკათი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics