2021-04-21 11:29:36, 626 ნახვა
სამართალი
პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ჰეროინი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. „1988 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, 1973 წელს დაბადებულ ჰ.ფ.-ს, 1996 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1971 წელს დაბადებულ რ.ე.-ს, 1985 წელს დაბადებულ გ.თ.-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება 2001 წელს დაბადებულ ი.ი.-სა და 1988 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, სამართალდამცველებმა ისინი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ავტომანქანით გადაჰქონდათ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს 1967 წელს დაბადებულ ე.ფ.-ს, რომლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის სახით დაკავებულია 1960 წელს დაბადებული ზ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება. გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, „თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|