05:38 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 10:56:18, 1590 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 85 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 85 აჭარაში გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 591-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 98 ადამიანი იმყოფება.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 852, აჭარაში - 388, იმერეთში - 396. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში.  8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.

სულ  6 ოქტომბრიდან - 20 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 469 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 211 პირი, აჭარაში - 2 378, იმერეთში - 1 082“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics