12:51 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 10:59:52, 1623 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში, 163 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 164 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში, 163 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 164 აჭარაში გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 581-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 ადამიანი იმყოფება.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 793, აჭარაში - 420, იმერეთში - 390. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში - 296, აჭარაში - 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში - 7, იმერეთში - 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 - თბილისში, 224 - აჭარაში.  7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5.

სულ  6 ოქტომბრიდან - 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 459 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374, იმერეთში - 1 001“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია - პაპუაშვილმა სამადაშვილი გააძევა
გომელაური - ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 20-22 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
DRI - „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics