10:26 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 11:01:27, 1835 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 123 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 126 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 123 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 126 აჭარაში გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 494-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 ადამიანი იმყოფება.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 126, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 55, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 471, აჭარაში - 398, იმერეთში - 369. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 494 პირი, მათ შორის, თბილისში - 247, აჭარაში - 70, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 7, იმერეთში - 8. 427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 - თბილისში, 188 - აჭარაში. 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 335 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 253, ხოლო აჭარაში - 4.

სულ  6 ოქტომბრიდან - 16 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 417 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 987 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 137“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება, იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics