|
2021-04-16 10:08:42, 580 ნახვა
სამართალი
დავით სარალიძის მკვკელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს დღეს წაუყენებენ
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს, 16 აპრილს წაუყენებენ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინიტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი გუშიინ დააკავა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დაუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)