|
2021-04-13 14:05:36, 597 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ, კობახიძისა და გულაშვილის ინტერვიუები მტკიცებულებად არ დაუშვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა მტკიცებულებად ინტერვიუების დაშვების შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობით ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე მიმართეს. კერძოდ, ადვოკატები ითხოვდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუს საქმეში მტკიცებულებად დართვას, სადაც მან აღიარა, როგორ მსჯელობდნენ მმართველ პარტიაში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. ამასთან, ადვოკატები, ითხოვდნენ ივანე გულაშვილის „მთავარი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუს დართვას, სადაც ის 20 ივნისის შესახებ საუბრობს. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)