13:51 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 16:20:13, 725 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: აგროტურიზმი არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ციფრული პლატფორმის პრეზენტაციას და პანელურ დისკუსიას „პანდემია - შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროტურიზმისთვის“ დაესწრო.

აგროტურისტული ონლაინ პლატფორმა agrogate.world  საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.

„ასოციაციის წევრი ფერმერები აძლევთ მაგალითს ყველას, რომ ფერმერული საქმიანობა შეიძლება იყოს პრესტიჟული, ინოვაციური და წარმატებული. ფერმერთა ასოციაციის საქმიანობა მოტივაციას ზრდის ჩვენ სფეროში. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში  უპრეცედენტოდ წარმატებული  და რეკორდული მაჩვენებლების იყო,  რაც არის შედეგი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის და დიდი დახმარების ჩვენი მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, უშუალოდ ადგილზე გაყიდოს ფერმერმა თავის წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ტურიზმის სექტორში, განსაკუთრებით კი, აგროტურიზმში.

ღონისძიება საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში გაიმართა, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნუშის ბაღების მქონე კომპანია ოპერირებს. კომპანიის ინვესტიციის არეალის ფართობი მოიცავს 8000 - მდე ჰექტარს, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად ავითარებს. 2000 ჰა-ზე გაშენებულია ნუშის ბაღი, 18 ჰა-ზე კენკროვანი კულტურები და 8 ჰა-ზე ქართული ენდემური ჯიშის ვაზი. ასევე, მოწყობილია მეფრინველეობის და მეცხოველეობის ფერმა; დასაქმებულია 400-მდე ადგილობრივი მოსახლე. კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აგროტურიზმის განვითარებაში, პროფესიულ განათლებაში, ადგილობრივ წარმოებასა და ექსპორტში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics