|
2021-04-02 12:07:16, 1349 ნახვა
კომენტარი
რუსული ტელეარხის მთავარი რედაქტორი საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს სამარცხვინოს უწოდებს
რუსული ტელეარხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო თბილისში, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ტიხონ ძიადკოს შეფასებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ე.წ კომენდატის საათი მოქმედებს და მოქალაქეებს სახლიდან გასვლის უფლება არ აქვთ, „საკმაოდ სამარცხვინოა“, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არღვევენ რეგულაციას და დაბადების დღეს აღნიშნავენ. ამასთანავე, ის წერს, რომ ვლადიმერ პოზნერი უნდა ყოფილიყო მზად აღნიშნული პროტესტისთვის, აფხაზეთთან მიმართებაში საკუთხი განცხადების გამო. „გუშინ გამოვაქვეყნებ ფოტო აეროპორტიდან და დავწერე, რომ მივფრინავდი თბილისში, დღეს კი, რამდენიმე შეკითხვა მივიღე - მივფრინავდი თუ არა იმავე რეისით, რომლითაც ვლადიმერ პოზნერი და მისი წვეულების სტუმრები. {ვლადიმერ პოზნერთან} ერთად არ მივფრინავდი. ჩვენ გავფრინდით ვნუკოვოდან ერევანში, იქიდან კი, თბილისში და ვიყავით გაკვირვებულები, როდესაც დავინახეთ აეროპორტში ბანერი პირდაპირი რეისით თბილისი მიმართულებით - პირდაპირი რეიები უკვე ერთი წელია აღარ არის. თუ ადამიანებს შეუძლიათ გადაიხადონ ჩარტერული რეისის საფასური - ყოჩაღ, მეც ასე ვიზამდი, რომ შემეძლოს. მაგრამ ის, რაც იყო შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. თუ ვინმემ არ იცის, თბილისში 21:00 საათზე ე.წ კომენდატის საათი იწყება, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკეტილია, ადამიანები და მანქანები ქუჩაში არ გხვდებათ, მაღაზიები, რეტორნები, აფთიაქები და ყველაფერი სხვა, დაკეტილია. დარღვევაზე 600$-იანი ჯარიმაა. გამონაკლისი მხოლოდ იმათთვის არსებობს, ვისაც მიღებული აქვს სპეციალური საშვები - ეს არის ადამიანთა არც თუ ისე დიდი ჯგუფი, ისე კი არა, მოსკოვში გაზაფხულზე რომ იყო. ადამიანები ამისგან ძალიან დაიღალნენ, ძალიან მძიმეა, როდესაც ასე ხარ დამოკიდებული შეზღუდვებზე. და აი, ამის ფონზე თბილისში დაეშვა ჩარტერული რეისი დღესასწაულის აღსანიშნავად. როგორც ჰყვებიან, მოვლენები ასე განვითარდა. თვითმფრინავი დაფრინდა დაახლოებით 20:00 საათზე, ყველა სტუმარს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, მთავრობის დახმარებით, საშვებს უკეთებს. ავტობუსით ყველა მიჰყავთ სასტუმრო „სტამბაში“, აქედან კი, როდესაც უკვე კომენდატის საათი დაწყებულია, ყველა სტუმარი მიჰყავთ სასტუმრო „ვინოტელში“, ვახშამზე. თანაც, მათ უკვე პოლიციის მანქანა უძღვება. შემდეგ უკვე იქ ხდება ის, რაც მოხდა - მიტინგი, კვერცხების სროლა და გინება. რა თქმა უნდა, კვერცხების სროლა და ადამიანების გინება, არც თუ ისე კარგია. მაგრამ საკუთარი განცხადებით აფხაზეთის შესახებ, ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიასთან შეხება და შემდეგ იქ ჩასვლა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა - ბევრად უარესია. უნდა იყო მზად იმისთვის, რომ მოსახლეობის ნაწილი გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას ამის მიმართ, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოში ეს ისტორია ეხება ათასობით დაღუპულსა და 250 ათას დევნილს. შენი ვიზიტის ასეთი სახით მოწყობა კი, რომ დიდი მიწიდან პოლიციის დახმარებით ჩავიდნენ კოლონიზატორები, რათა გაატარონ კარგი დრო, სანამ აბორიგენები სახლში სხედან და არ შეუძლიათ მაღაზიაში გასვლაც კი - ეს უბრალოდ უკვე ცუდი რამ კი არაა, ეს საკმაოდ სამარცხვინო ისტორიაა“, - წერს სოციალურ ქსლეში „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)