|
2021-03-30 12:26:23, 806 ნახვა
რეგიონი
ფოთის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია გაიხსნება
ფოთში, სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში - ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნება ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია, რომ ელიც სასწავლებელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა" გადასცა. სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის, როგორებიცაა: სანავსადგურე მობილური ამწე (MHC), გემი-ნავმისადგომი ტიპის ამწე (STS), პნევმოთვლიანი ჯოჯგინა ამწე (RTG), საკონტეინერო ავტომტვირთველი, ჩანგლიანი ავტომტვირთველი და ექსკავატორი. მითითებული თანამედროვე ტექნიკის ტიპებიდან ორი - STS და RTG ამჟამად არ გამოიყენება ქართულ ბაზარზე, თუმცა, მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება ფოთის ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურში წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე. ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი, 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო. საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული. "ფოთის საზღვაო ნავსადგურსა" და ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრს შორის დღესვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)