17:01 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 20:14:24, 1420 ნახვა

კომენტარი
გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს გადახდის მსურველი გამოჩნდა, რომელმაც პროკურატურას უკვე მიმართა

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოჩნდა გირაოს გადახდის მსურველი, რომელმაც პროკურატურას უკვე მიმართა.

როგორც კონდახაშვილმა აღნიშნა, ვინმე ბესიკ ბოგველი მზად არის გადაიხადოს ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი.

„პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებული იქნა წერილი, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი, აღნიშნული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირადად ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვეს მზად ყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით.

მინდა დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ აღნიშნული არის მიუღებელი. დიდი ალბათობით საქმე გვაქვს ხელისფულების მიერ დადგმულ სპექტაკლთან.

მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო მნიშნელოვანი რამ - პროკურატურა საზოგადოებაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ეს არის ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა.

დღეის მდგომარეობით ნიკა მელიას სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება.  რითაც 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გირაო არის ანულირებული. ამიტომაც შეუძლებელია ნებისმიერი პირისგან, თუნდაც ნიკა მელიასგან გირაოს გადახდა როგორც ტექნიკური ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

მაშინ ჩნდება კითხვა, როდესაც პროკურატურა და მმართველი გუნდი მოუწოდებს ნიკა მელიას გადაიხადოს გირაო და ის გათავისუფლდება, რომელი დადგენილებით შეიძლება, რომ მოხდეს ან რა რაოდენობის გირაოზეა საუბარი“, - განაცხდა გიორგი კონდახიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics