18:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 20:12:32, 1002 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი - გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის, ეს ეტიკეტი ჩვენთვის შეურაცხმყოფელია

„გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის, ეს ეტიკეტი ჩვენთვის შეურაცხმყოფელია“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი იყო და მის გარეშეც ასეთი დარჩება.

„გიორგი გახარია არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს ეტიკეტი შეურაცხმყოფელია როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის. გიორგი გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, ყოფილი პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი და ასეთებად დავრჩებით მის გარეშეც.

მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი. მე პირადადაც ვუთხარი პირდაპირ - ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics