|
2021-03-18 16:10:20, 649 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: 2021 წელს, გაგრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები
„2020 წელსაც, პანდემიის პირობებში, შესაძლებლობების ფარგლებში ტარდებოდა ონლაინ-დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რომ კვლავ აქტუალურები ვყოფილიყავით საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, რადგან გაზრდილი მოსავლის პირობებში, აუცილებელია ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. გასული წელი, ერთი მხრივ, იყო ყურძნის მაღალმოსავლიანი წელი, მეორე მხრივ, იყო რთული გამოწვევების წელი ღვინის ინდუსტრიისთვის. ღვინის ექსპორტში ჩვენ შემცირება არ გვქონდა, თუმცა, დაგეგმილი იყო ექსპორტის ბევრად დიდი ზრდა. სწორედ ამ დაგეგმვაზე იყო გათვლილი, როდესაც ქვეყანაში იზრდება ახალი ვენახების მსხმოიარობა და პირველადი ნედლეულის რაოდენობა. ჯამში, 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 100 მილიონამდე ბოთლი ღვინო, ხოლო რთვლის პროცესში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)