|
2021-03-09 15:51:35, 606 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით თავისუფლების აღლვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება გიორგი ქვრივიშვილსა და არასრულწლოვანს ზ.ხ-ს მათ პატიმრობის ვადაზე სასამართლო 16 მარტს იმსჯელებს. განაჩენს მოსამართლე ბიძინა სტურუა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებისას სასამართლო დარბაზში გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს და ორ არასრულწლოვანს - ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებოდნენ. საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში აცხადებდნენ, ბრალდებულებმა შაქარაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ მდინარე არაგვში ჩააგდეს. საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)