|
2021-03-06 12:52:14, 903 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - სამთავრობო წარმომადგენლების მხრიდან მიდის მსჯელობა, რომ თითქოს არ გვჭირდება ვაქცინა
გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, ვაქცინასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან დაიწყონ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან დაიწყონ. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამთავრობო წარმომადგენლების მხრიდან მიდის მსჯელობა, რომ თითქოს, ვაქცინა არ გვჭირდება. „მსოფლიოს 111 ქვეყანაში დაწყებულია ფართო მასშტაბიანი ვაქცინაცია, მათ შორის ავღანეთი, ბანგლადეში, კენია და სხვა ჩვენზე გაცილებით ნაკლები ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში. ჩვენთან კი დღემდე, სამწუხაროდ, არც ერთი ვაქცინა არ არის შემოტანილი. კიდევ უფრო უარესია, რომ ისეთი რიტორიკა და მსჯელობა მიდის სამთავრობო წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს ვაქცინა არ გვჭირდება. ერთი წლის წინ, როდესაც ვსაუბრობდით ტესტებთან დაკავშირებით, მთელი მთავრობა, ყველანი ერთად გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ ტესტები საჭირო არ არის ქვეყანაში. დღეს ალბათ ყველა ხვდებით, რომ ტესტირების გარეშე ცხოვრება კორონავირუსის პირობებში წარმოუდგენელია. ახლა გამოდიან და ფაქტობრივად გვიმტკიცებენ, რომ ვაქცინაც პანაცეა არ არის, თითქოს არ სჭირდება ქვეყანას და თიქთოს არაფერი საჩქარო არ არის ვაქცინის ჩამოტანასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც გვეუბნებიან, რომ სულ რაღაც 29 000 ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს 10 დღეში, რომელიც ერთი თვის წინ უნდა შემოსულიყო. მერე მაისამდე უნდა ველოდოთ თურმე კიდევ რამდენიმე ათას ვაქცინას, რომელიც არაფერს არ იზამს. მივმართავ პირადად ბატონ ღარიბაშვილს, ადამიანის სიცოცხლე დგას ბეწვის ხიდზე. 3 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ იმისთვის, რომ თქვენ გონს მოეგოთ და ელემენტარული ის ფუნქცია შეასრულოთ, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის, ყველაზე მაჩანჩალა ქვეყნების ხელისუფლებებიც კი ასრულებენ. კაბინეტებიდან უნდა გამოხვიდეთ, დაიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან, ჩახვიდეთ მათ სათაო ოფისებში და დაიწყოთ ვაქცინის ჩამოტანა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)