|
2021-03-05 13:35:27, 649 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს 152 კიბერდამნაშავე დააკავეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პლენარულ სხდომაზე უწყებაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ სამინისტრო თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. „ უნდა აღინიშნოს, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. პარტნიორების და უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების გადამზადება და ცოდნის გაზიარება. 2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 152 კიბერდამნაშავე. ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც, მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2020 წელს კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი შეიქმნა თბილისში. გომელაურის განცხადებით, მსგავსი დანაყოფები ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება. "თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილების შედეგად, შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გამომძიებლებმა გადამზადება გაიარეს კიბერდანაშაულის გამოძიების, ციფრული მტკიცებულებების მოპოვებადამუშავებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. გაიზრდება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა, მათ შორის, რეგიონებში",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)