|
2021-03-05 12:00:43, 535 ნახვა
კომენტარი
ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობის მიერ „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულების შესახებ გამოქვეყნებულ სპეკულატიურ შეფასებებს პასუხობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში Facebook გამოაქვეყნა ვრცელი პასუხი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების სპეკულატურ შეფასებებზე ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესახებ. სამინისტროს 20 გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომლის მიმართაც მესამე სექტორის წარმომადგენელთა მიერ არაზუსტი და არაკომპეტენტური შეფასებები იყო გავრცელებული. სამინისტრო მიიჩნევს, რომ "არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას. წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს". აღსანიშნავია, რომ EMC-ს მიერ ვითომ „მოპოვებული" ხელშეკრულება რეალურად არის ოფიციალურად გამოთხოვნილი, როგორც საჯარო ინფორმაცია და ამის გაკეთება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია, რადგან ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება არის საჯარო დოკუმენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სრულ მზადყოფნას აცხადებს აუცილებელი განმარტებები პროექტის ირგვლივ მიაწოდოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და გააძლიეროს კომუნიკაცია მოსახლეობასთან.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)