21:37 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 23:25:44, 547 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე - სამივე მხარე შევთანხმდით საერთო დოკუმენტზე, რომელიც უნდა მოგვარდეს

„სამივე მხარე საერთო დოკუმენტზე შევთანხმდით, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი შედგება 6 საკითხისგან, რომელშიც ნიკა მელიას საკითხიცაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, არის შესული ისეთი თემები, როგორიც არის პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი გახლავთ ყოვლისმომცველი და მასში არის ყველა ის თემა, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური სისტემისა და მათ შორის ოპოზიციისთვის, მაგრამ მოლოდინი იმის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო.

შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი და ის, რომ საერთო დოკუმენტზე სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს და გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს.

ამ 6 საკითხში შედის პატიმრების, მათ შორის მელიას საკითხიც და შედის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics