21:37 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 22:58:47, 560 ნახვა

კომენტარი
შარლ მიშელი - განვაგრძობთ ყველა იმ პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ემსახურება

„განვაგრძობთ ყველა იმ პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ემსახურება“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მონაწილე მხარეებმა უნდა გააუმჯობესონ დიალოგი და გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი.

„პოლიტიკური დიალოგი საქართველოში უნდა განიმუხტოს. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა  პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან და პრემიერ-მინისტრთან.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მოგვესმინა ერთმანეთის. გვესმის, რომ ბევრი რთული საკითხი საჭიროებს გადაჭრას.

ორი კვირაში ევროსაბჭოს ასოცირების საბჭოზე მოლაპარაკების პირველი შედეგების გაცნობა მოხდება, რომლის თანახმადაც, გვექნება ინფორმაცია, რა ტიპის მოლაპარაკება შეიძლება შედეგს. გადაუდებელია, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაიმართოს და გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი.

მონაწილე მხარეებმა უნდა გააუმჯობესონ დიალოგი. განვაგრძობთ ყველა იმ პოზიტიურ მცდელობის მხარდაჭერას, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება.

ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერას, რათა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში რეფორმების კურსი გაგრძელდეს.

ასოცირების ხელშეკრულება რომელიც გაფორმებულია ჩვენსა და საქართველოს შორის, არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics